„სახლთან დამხვდნენ, ელექტრო შოკით ეცადნენ ცემას“- ცოტნე კობერიძე

“სახლთან ავტობუსის გაჩერებაზე დამხვდნენ: ელექტრო შოკებით, ეცადნენ ცემას, ვერ შეძლეს”- წერს „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ცოტნე კობერიძე სოციალურ ქსელში.

კობერიძე ამბობს, რომ მისი ცემა ვერ შეძლეს, რადგან გვერდით კარგი ადამიანები დაუდგა.

„სახლთან, ავტობუსის გაჩერებაზე დამხვდნენ ელექტროშოკებით, ეცადნენ ცემას, ვერ შეძლეს, ბევრი კარგი ადამიანი ამომიდგა გვერდში. დიტო სამხარაძე კონკრეტულად, მე გპირდები, რომ ცუდად დაამთავრებ“ – წერს კობერიძე.

 

 

მსგავსი თემები