ენმ-ის თავმჯდომარე იმ ნივთების ფოტოს ავრცელებს, რომელიც გასულ ღამეს, პარტიის ოფისზე თავდასხმისას გამოიყენეს. ,,ივანიშვილის სარკე” წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ენმ-ის ოფისს წუხელ, გვიან ღამით ქვებითა და ხის შუბებით შეიარაღებული ათეულობით პირი დაესხა თავს, რომლებიც შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. ოფისში ამ დროს პარტიის წევრბი და თავმჯდომარე, 14 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა.