“უყურე ერთი რა ამ იდიოტკას” – ელისო ბოლქვაძისა და მგზავრის დაპირისპირება აეროპორტში

“მალე გავარკვევთ მათ ვინეობას“- ასე ეხმიანება ელისო ბოლქვაძე პარიზის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, როცა მას უცნობმა ადამიანებმა “მონა” ეძახეს და ურჩიეს, “აგენტ” პარიზის ნაცვლად მოსკოვში წავიდეს.

უმრავლესობოს დეპუტატი ელისო ბოლქვაძე საფრანგეთში მომხდარ ინციდენტს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოეხმურა. ბოლქვაძის განცხადებით, ქალი, რომელმავ მას აეროპორტში „მონა“ ეძახა, არ იცნობს, თუმცა მის ვინაობას გაარკვევს.

„ამ ქალს არ ვიცნობ, არ ვიცი ვინ არის! დღეს ჩემს დანახვაზე პარიზის აეროპორტში კივილი და შეძახილები ატეხა!

კიდე იყვნენ მასთან ერთად სხვებიც და მალე გავარკვევთ მათ ვინაობასც!

გეტყვით რომ: უსახურები და საცოდავები ხართ! მონები და უსამშობლოები!

გამოგაჭენებთ მალე სამაგალითოდ!“- წერს ბოლქვაძე.

რამამდენიმე წუთის წინ სოცილაური ქსელის მეშვეობით ვიდეო გავრცელდა, რომელშიც მოქალქე დეპუტატს უპირისპირდება და მას  „მონას“ ეძახის.

ელისო ბოლქვაძეს პარიზის აეროპორტში “მონა ეძახეს” (ვიდეო)

 

მსგავსი თემები