სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდამსხმელი, შესაძლოა მარტო არ მოქმედებდა.
ქვეყნის უშიშროების სამსახური გამოძიების ფარგლებში, განიხილავს ვერსიას, რომ მას თანამზრახველები ჰყავდა, რადგან პრემიერ-მინისტრზე თავდასხმიდან 2 საათში, დაკავებული დამნაშავის „ფეისბუქის“ გვერდი და მიმოწერები, უცხო პირმა წაშალა.
შეგახსენებთ, რომ 71 წლის მამაკაცმა სლოვაკეთის პრემიერ მინისტრს 15 მაისს ესროლა. ბოლო მონაცემებით, რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.