პუტინმა ისრაელის პრემიერს, ლავროვის განცხადებების გამო ბოდიში მოუხადა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდა, ისრაელის პრემიერისთვის ბოდიში მოეხადა. საუბარია რუსეთის საგარეო მინისტრის განცხადებაზე, როცა მან ებრაელები ჰიტლერს შეადარა და აღნიშნა, რომ ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის გამო, პრეზიდენტმა პუტინმა ისრაელის ის პრემიერ-მინისტრს ბოდიში სატელეფონო საუბრისას მოუხადა. ნაფტალი ბენეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა პუტინის ბოდიში მიიღო.

ისრაელსა და რუსეთს შორის ვითარება სწორედ სერგეი ლავროვის განცხადების შემდეგ დაიძაბა. ისრაელი რუსეთისგან ბოდიშს ითხოვდა.

ისრაელი რუსეთისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

მსგავსი თემები