გორში ერთ-ერთი სუპერმარკეტი გატეხეს

გორში, სუხიშვილის ქუჩაზე, სუპერმარკეტი “გვირილა” გატეხეს. ინფორმაციას გამოცემა “მოზაიკა” ავრცელებს და წერს, რომ საქმეში არასრულწლოვანები ფიგურირებენ.

,,დილით ყვითელი ლენტი დაგხვდა. გატეხესო ასე გვითხრეს. სიგარეტები წაუღიათ და რაღაც პატარა რკინის სეიფივით ყოფილა, ეტყობა ეგონათ ფული იქნებოდა, მაგრამ თანხის წაღება ვერ შეძლეს,” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

მსგავსი თემები