,,არავინ არ არის გატაცებული” – ილია დარჩიაშვილი მექსიკაში მყოფ ქართველებზე

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამტკიცებს, რომ მექსიკის საზღვრიდან საქართველოს მოქალაქეები არ გაუტაცებიათ და ტყვეობაში არ არიან.

,,ნუ, აყენებთ ადამიანებს ისეთ მდგომარეობაში, რომელმაც შეიძლება რაღაც გაურკვეველი პროცესები გამოიწვიოს. არავინ არ არის გატაცებული. თუკი ნებისმიერი ადამიანს, რომელიმე ადამიანს, ეს იქნება მექსიკა თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, დაჭირდება ჩვენი, თითოეული დიპლომატის დახმარება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, გავაგრძელებთ მომავალშიც და მოგიწოდებთ, რომ გამოხვიდეთ და თქვათ, რომ ეს ინფორმაცია იყო დაუზუსტებელი და, ნუ, შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები შეცდომაში. ჩვენ ვინც დაგვიკავშირდა, ჩვენ მათთან ვმუშაობთ. თუკი მათ აქვთ ამის საჭიროება, რომ თითოეული, ასე ვთქვათ, მათ საჭიროებებზე მოხდეს რეაგირება, ჩვენ ამას გავაკეთებთ მომავალში,” – ამბობს დარჩიაშვილი.

 

მსგავსი თემები