„ჩვენ არ ვგეგმავთ სხვა ქვეყნებზე თავდასხმას“ – ლავროვი-კულებას შეხვედრა

თურქეთში, კერძოდ კი ანტალიაში სერგეი ლავროვისა და დმიტრო კულებას შეხვედრის შემდეგ, მედიასთან განცხადებები სერგეი ლავროვმაც გააკეთა. როგორც რუსი დიპლომატი აცხადებს, მთავარი იყო ჰუმანიტარული დერეფანი, რომელსაც უკრაინა სათავისოდ იყენებს.

„ჩვენ არ ვგეგმავთ სხვა ქვეყნებზე თავდასხმას, არ უკრაინას დავსხმივართა თავს.  ჩვენ დავეთანხმეთ მოლაპარაკებებს, რომელსაც ჩვენი თურქი კოლეგები გვთავაზობდნენ. ამ მოლაპარაკების ძირითადი მიზანი უნდა იყოს ჰუმანიტარული საკითხები.  ეს მოლაპარაკება არ ჩაანაცვლებს იმ  ფორმატს, რომელიც ბელორუსში მიმდინარეობს. ბელორუსის ფორმატი უალტერნატივოა. ძირითადად, ჰუმანიტარულ საკითხებზე ვისაუბრეთ და უკრაინელ კოლეგებს განვუმარტეთ რა ღონისძიებების გატარება ხდება მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსაყვანად. ასევე, უკრაინელები მშვიდობიან მოქალაქეებს იყენებენ მძევლად. ჩვენ დავადასტურეთ, რომ ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა ძალაში რჩება, მისი დრო და მარშრუტი ყოველდღიურად გასაჯაროვდება“ – განაცხადა ლავროვმა მედიასთან.

რუსეთი გააგრძელებს ომს, სანამ უკრაინა არ დანებდება

მსგავსი თემები