თვალთმაქცური ე.წ საშობაო ზავი – რუსეთმა პირობა ისევ დაარღვია

თვალთმაქცური ე.წ საშობაო ზავი პუტინმა გამოცხადებიდან რამდენიმე საათში დაარღვია. უკრაინაში საჰაერო განგაშია.

პუტინი ტერაქტებისთვის ემზადება, ამიტომ არ წახვიდეთ საშობაო წირვაზე ტაძრებში, – აფრთხილებს ხელისუფლება მოსახლეობას.

უსაფრთხოების სისტემები უკრაინის მთელს ტერიტორიაზეა ამოქმედებული, მანამდე კი ოკუპანტებმა ჰერსონი, კრამატორკი და ბახმუტი დაბომბეს. არიან გარდაცვლილები და დაშავებულები.

ოკუპანტის მიერ გამოცხადებული ე.წ ზავის არც არავის სჯეროდა. მსოფლიო ლიდერებმა პუტინს მატყუარა, მის მიერ დაანონსებულ თითქოს საშობაო საჩუქარს კი თვალთმაქცობა და ცინიზმი უწოდეს.

მსგავსი თემები