,,სადაც ნატო-ს ქვეყნებს სჭირდებათ, საქართველო არის იქ, მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოს სჭირდება, ალიანსიც სწორედ იქ იყოს”- შალვა პაპუაშვილი

,,საქართველო სრულად თავსებადია ნატო-სთან, ჩვენი ჯარის 80 პროცენტს აქვს სხვადასხვა ფორმატში ნატო-ს ჯარებთან ერთად მონაწილეობა და ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი სრულ შესაბამისობაშია ნატო-სთან,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სადაც კი, ნატო-ს წევრ ქვეყნებს სჭირდებათ, საქართველო არის იქ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ როდესაც საქართველოს სჭირდება ნატო, ნატო-ც იყოს სწორედ იქ.

„გულდასაწყვეტია, რომ გადამწყვეტი ნაბიჯი, რასაც ჰქვია საქართველოსა და უკრაინისთვის ნატო-ს წევრობის თაობაზე შეთავაზება, ჯერ კიდევ არ არის გადადგმული. რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებიდან საუბარი გვქონდა, რომ საჭიროა უფრო აქტიური მოქმედება, თუმცა სამწუხაროდ, ის მთავარი ნაბიჯი, რომელსაც მოველით, გადადგმული არ არის. ფაქტობრივად, საქართველო სრულად თავსებადია ნატო-სთან, ჩვენი ჯარის 80 პროცენტს აქვს სხვადასხვა ფორმატში ნატო-ს ჯარებთან ერთად მონაწილეობა და ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი სრულ შესაბამისობაშია ნატო-სთან. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი იყო ავღანეთის მისიის დროს და ყველგან, სადაც კი, ნატო-ს წევრ ქვეყნებს სჭირდებათ, საქართველო არის იქ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ როდესაც საქართველოს სჭირდება ნატო, ნატო-ც იყოს სწორედ იქ. სამწუხაროდ, ბოლო გადამწყვეტი ნაბიჯი, რასაც წევრობის შეთავაზება ჰქვია, არ არის გადაწყვეტილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები