ტუნისელი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი ქართველი დააკავეს

იტალიაში,  პიზაში, 25 წლის ტუნისელი ახალგაზრდის მკვლელობისთვის ძებნილი კიდევ ერთი ქართველი დააკავეს. ამასთან, დაკავებულია კიდევ სამი ტუნისელი.

გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ მკვლელობაზე პასუხისმგებლები მხოლოდ პირველი დაკავებული 32 წლის ქართველი მამაკაცია.

,,ვიდეო სათვალთვალო სისტემების ჩანაწერების გადამოწმებით, შეგროვებული ჩვენებებითა და კონკრეტული საკონტროლო სამსახურებით, კონკურსში გამწვავებული ჩხუბის მონაწილეების იდენტიფიცირება მოხდა. პიზის პროკურატურის მოთხოვნით, სამი ტუნისელი წინასწარი პატიმრობით ციხეშია, ხოლო დაკავებული ქართველი შინაპატიმრობაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები