პოლონეთში, თავის მოვლის საშუალებების ქურდობის ბრალდებით, 3 ქართველი დააკავეს

პოლონეთში თავის მოვლის საშუალებების ქურდობის ბრალდებით 3 ქართველი დააკავეს . ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები მაღაზიებსა და აფთიაქებს ძარცვავდნენ.

საქართველოს 34 წლის მოქალაქე ერთ-ერთ აფთიაქში ქურდობის დროს, დაცვის თანამშრომელმა შეამჩნია და დაიჭირა. მას პიჯაკის ქვეშ, ჩხრეკისას, მოპარული სუნამოები უპოვეს. მოპარული ნივთების ღირებულება 2 000 ზლოტზე მეტად ფასდება.

მედიის ცნობით,იმავე დღეს მისი კიდევ ორი თანამზრახველი, 36 და 38 წლის ქართველები დააკავეს,
რომლებმაც ბელსკო-ბიალას ერთ-ერთი აფთიაქიდან დაახლოებით 2 000 ზლოტის ღირებულების კრემები მოიპარეს.

დანაშაული 3 თვიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები