კოვიდკლინიკების დირექტორები ფინანსურ დანაშაულს ჩადიოდნენ

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კოვიდკლინიკების უმრავლესობა სახელმწიფოს მიერ, გამოყოფილ თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდა. მინისტრის ინფორმაციით, არასწორად ნაწილდებოდა ექიმებისთვის განკუთვნილი სახელფასო დანამატები და ბიუჯეტის ხარჯზე კონკრეტული კლინიკების დირექტორები ფინანსურ დანაშაულს ჩადიოდნენ.

,,დანაშაულს ჩადიოდნენ, როცა ექთნებს და ექიმებს სახელმწიფოს მიერ გადახდილ დანამატებს არ აძლევდნენ. სამწუხაროდ, არის რამდენიმე კლინიკაში შემთხვევა, როდესაც დირექტორები და მოადგილეები 5-ჯერ 10-ჯერ იზრდიდნენ ყოველთვიურ ხელფასებს მათ ხარჯზე და სახელმწიფოს ხარჯზე.

ინფექციის კონტროლის ხარვეზებთან, ფინანსურ პრობლემებთან, პროტოკოლის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით როცა გვექნება საერთო სურათი, დავასახელებთ კონკრეტულ კლინიკებს. დანაშაულს თუ ვინმე ჩადიოდა, აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი. შეუძლებელია და პრინციპულად მიუღებელია, რომ სახელმწიფო თავისი მოქალაქეების და ბიუჯეტის ხარჯზე კონკრეტულ კლინიკებს ამდიდრებდეს და ამ არასწორი გზით კლინიკები ფულს შოულობდნენ,”- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მსგავსი თემები