მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. თავად მიხეილ სააკაშვილი პროცესში მონაწილეობას არ იღებს. როგორც პენიტენციური სამსახურის მიერ შედგენილ ოქმშია ნათქვამი, მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.

,,პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტის ოფიცრებმა მსჯავრდებულს შესთავაზეს დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრება ან დისტანციურად ჩართვა, რაზეც მსჯავრდებულმა განაცხადა უარი მისივე განმარტებით, უარის მიზეზად დასახელებულია ჯანმრთელობის მდგომარეობა”, – განაცხადა მოსამართლემ.

მსგავსი თემები