„კოვიდი“ ჯერ კიდევ ჩვენთან არის და სულ უფრო ხშირად ვრცელდება ჩვენს საზოგადოებაში”- ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარი

„კოვიდი“ ჯერ კიდევ ჩვენთან არის და სულ უფრო ხშირად ვრცელდება ჩვენს საზოგადოებაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაცია რჩება გადამწყვეტ ფარად „კოვიდის“ წინააღმდეგ.

„ვაქცინაცია რჩება გადამწყვეტ ფარად „კოვიდის“ წინააღმდეგ, განსაკუთრებით ჩვენს საზოგადოებებში ყველაზე დაუცველთათვის. სექტემბერში ჯანდაცვის ყველა მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში აღვნიშნე „კოვიდისა“ და სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ“, – განაცხადა კირიაკიდესმა.

მსგავსი თემები