ჯუნკაო – ინოვაციური მცენარე, რომელიც ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გამოყავთ (ვიდეო)

  ჯუნკაო ეს არის მცენარე, რომელიც ჩემს ზურგს უკან ჩანს და პროვინცია ფუჟოუს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გამოყავთ. მცენარეს მრავალმხრივი დანიშნულება აქვს, ის გამოიყენება არაერთი სახეობის  სოკოს წარმოებისთვის. სამედიცინო დანიშნულებით, უნიკალური პრეპარატებისთვის, ორგანული პროდუქტებისთვის, სასმელებისა და კიდევ არაერთი მიმართულებით. გარდა ამისა, ერთ ჰექტარზე გაშენებული ჯუნკაო იძლევა 300 ტონა ცხოველის საკვებს, 100 ტონა სოკოს, 120 ტონა სხვადასხვა ორგანულ პროდუქტს და 75 ტონა ქაღალდს. კიდევ რითია უნიკალური ჯუნკაო ერთად ვნახოთ ”მედიაცენტრი მთავარის” რეპორტაჟში.   ეკა გულუა ჩინეთიდან