“ფართომასშტაბიანი კვლევის საშუალება თუ არ მოგვეცემა, ერთადერთი ნაბიჯია ყარაჯალარის, აღთაკლიასა და ყარათაკლიას ჩაკეტვა” – ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძის თქმით, გუშინ 350 ნიმუშზე მეტის აღება ვერ მოხერხდა, მაშინ, როცაც ექვს ბრიგადას 700-დან 1000 ნიმუშამდე აღების შესაძლებლობა აქვს.

ამირან გამყრელიძე რადიკალური ღონისძიებების გატარებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ შესაძლოა, სამი სოფლის –  ყარაჯალარის, აღთაკლიასა და ყარათაკლიას ჩაკეტვა გახდეს საჭირო.

„სამწუხაროდ, მოსახლოებაში კვლევებზე ცუდი დამყოლობაა. გაფართოებული კვლევები დავიწყეთ. გვინდოდა, 7000 მოსახლე ამ კვირაში  სრულად გამოგვეკვლია. შემხვედრი ნაბიჯები არ იდგემა და 350 ნიმუშზე მეტი ვერ აიღეს. არ გამოვრიცავ ამ რადიკალური ღონისძიებების გატარებას. თუ დამყოლობა არ იქნა სოფლის მოსახლეობის მხრიდან, არ მოგვეცა საშუალება, რომ გამოვიკვლიოთ, ფართომასშტაბიანი კვლევა ვაწარმოოთ ამ დასახლებაში, მაშინ ერთადერთი ნაბიჯი არის ამ სამი სოფლის იზოლირება, ჩაკეტვა. ამაზე იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, მაგრამ მანამდე მოახლეობას ვთხოვთ, რომ იყოს მეტი დამყოლობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები