,,რომ არა, პუტინის გადაწყვეტილება, მსოფლიო შეიძლება უფსკრულის წინაშე აღმოჩენილიყო”- ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ,,სპეცოპერაციის” ჩატარების გადაწყვეტილებით, აღკვეთა მსოფლიოში დიდი ომის დაწყება.

„ჩვენმა პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რომ არა მისი გადაწყვეტილება, რომ დაწყებულიყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მსოფლიო რეალურად შეიძლება უფსკრულის წინაშე აღმოჩენილიყო, დიდი ომის ზღურბლამდე მისულიყო“, – განაცხადა ვოლოდინმა.

მსგავსი თემები