ღაზის სექტორში, ინდონეზიურ საავადმყოფოსთან ისრაელის თავდასხმებს 12 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში, ინდონეზიურ საავადმყოფოსთან ისრაელის თავდასხმებს 12 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის  ექიმები და პაციენტები არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოს ტერიტორიის ირგვლივ ისრაელის ტანკებია განთავსებული. ამასთან, ვრცელდება ცნობები, რომ ისრაელის არტილერიამ საავადმყოფოს მეორე სართული დააზიანა.

სამედიცინო ჯგუფმა მედიას განუცხადეს, რომ საავადმყოფოს ცეცხლი გაუხსნეს ღამით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

მსგავსი თემები