,,ყოველი ნაბიჯი გვაძლიერებს შიგნიდან, გარედან, აძლიერებს ჩვენს პოლიტიკურ სისტემებს”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბელარუს კოლეგა ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა სამოკავშირეო სახელმწიფოს მშენებლობასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

„სამოკავშირეო სახელმწიფოს მშენებლობასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცესებზე არ ვსაუბრობ. აქ, როგორც შევთანხმდით, ამ ყველაფერს მშვიდად, ყოველგვარი აჩქარების გარეშე ვაკეთებთ. ჩვენ ყოველ ნაბიჯს ვარგებთ ისე, რომ ყოველი ეს ნაბიჯი გვაძლიერებს, გვაძლიერებს შიგნიდან, გარედან, აძლიერებს ჩვენს პოლიტიკურ სისტემებს, ქმნის პირობებს მათი განვითარებისთვის, ქმნის ფუნდამენტურ, კარგ, ჯანსაღ საფუძველს ეკონომიკური განვითარებისთვის“, – აღნიშნა პუტინმა.

პუტინის განცხადებით, რუსული საექსპორტო პროდუქციის მყიდველი უცხოური კომპანიების რუბლზე გადასვლა რუსულ ვალუტას გააძლიერებს. ლუკაშენკომ კი შეშფოთება გამოთქვა დასავლეთის მიერ უკრაინის „დაშლისკენ“ მიმართული ნაბიჯების გამო და უკრაინის დასავლეთ ნაწილის მიტაცების მცდელობაში პოლონეთი დაადანაშაულა.

მსგავსი თემები