,,საშინელი ინციდენტია და საჭიროა დიდი სიფრთხილით გაირკვეს, თუ როგორ მოხდა”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნას ეხმიანება. მისი განცხადებით, ის პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას ესაუბრადა მის მოქალაქეებს სამძიმარი გამოუცხადა.

„საშინელი ინციდენტია და საჭიროა დიდი სიფრთხილით გაირკვეს, თუ როგორ მოხდა ეს“, – განაცხადა შოლცმა.

ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა საიდან იყო ნასროლი რაკეტა, ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

მსგავსი თემები