,,დაბადების დღის საჩუქარში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო” – ზალუჟნის ერთ-ერთი მოადგილე დაიღუპა

კიევის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის ერთ-ერთი მოადგილე, 39 წლის გენადი ჩასტიაკოვი დაიღუპა. ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, დაბადების დღის ერთ-ერთ საჩუქარში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული.

,,დღეს ტრაგიკულ გარემოებებში, საკუთარ დაბადების დღეზე, ოჯახის წევრების გარემოცვაში დაიღუპა ჩემი მოადგილე და ახლო მეგობარი მაიორი გენადი ჩასტიაკოვი. ერთ-ერთ საჩუქარში ამოქმედდა უცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობა. გენადის დარჩა ცოლი და 4 შვილი. ვუსამძიმრებ ოჯახს. სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისიდან გენადი იყო ჩემი საყრდენი, მან თავისი ცხოვრება უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის აგრესიასთან ბრძოლას მიუძღვნა. მიზეზები და გარემოებები სასამართლო გამოძიების მსვლელობისას დადგინდება”, –წერს ზალუჟნი.

მსგავსი თემები