“სხვა კონტინენტიდან ნივთის გამოწერა უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან“ – გიორგი გახარია

 “სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში საქართველოში სხვა კონტინენტიდან გამოწერა, ნებისმიერი საქონლის უფრო მარტივია ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან ინტერნეტის საშუალოებით გამოიწერო და მარტივად მიიღო შენაძენი ნივთი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რუსთავში, “ქართლი ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამიტომ მთავრობამ და ბიზნესმა ყველაფერი უნდა გადაახალისოს და ყველაზე მთავარი ამოცანა თითოეული სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და საბოლოო ჯამში, მოქალაქეებისთვის კეთილდღეობის მიღწევა უნდა იყოს.

 „სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში საქართველოში სხვა კონტინენტიდან გამოწერა, ნებისმიერი საქონლის უფრო მარტივია ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან ინტერნეტის საშუალოებით გამოიწერო და მარტივად მიიღო შენაძენი ნივთი. ამიტომ ყველაფერი უნდა გადავახალისოთ, როგორც მთავრობამ ასევე ბიზნესმა და ყველაზე მთავარი ამოცანა თითოეული ჩვენგანის უნდა იყოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და საბოლოო ჯამში კეთილდღეობის მიღწევა ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ ასე ერთად დავძლევთ ამ კრიზისს, როგორც ეპიდემიას, პანდემიას ასევე ეკონომიკურს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები