აზიური ფაროსანას პრობლემა მრავალ ქვეყანაში არსებობს – ნიკა მესხი „როსსელხოზნადზორის“ საპასუხოდ   

„როსსელხოზნადზორის“ ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის პრესმდივნის, იულია მელანოს განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო პასუხობს. სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროს ნიკა მესხის განცხადებით, აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება საღ აზრს მოკლებულია.
როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ნიკა მესხმა განუცხადა, აზიური ფაროსანას პრობლემა არსებობს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, შვეიცარიაში, იტალიაში, ავსტრიაში, რუსეთში და ა.შ. ეს კარგადაა ცნობილი იმ სპეციალისტებისთვის, რომლებიც ამ საკითხს სწავლობენ.
„რუსულ პრესაში „როსსელხოზნადზორის“ ფიტოსანიტარიული სამსახურის წარმომადგენლის მიერ გამოთქმული ვარაუდი საღ აზრს არის მოკლებული. ფაროსანასთან ბრძოლის მიმართულებით, ქართველი ექსპერტები მზად არიან იქონიონ ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოს, მათ შორის, რუსეთის სპეციალისტებთან“, – განაცხადა ნიკა მესმა.
შეგახსენებთ, რომ „როსსელხოზნადზორის“ ინფორმაციით, აზიური ფაროსანა შესაძლოა საქართველოში ხელოვნურად გამოყავდეთ.

 

მსგავსი თემები