თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, შპს “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლები, ახმედ შარიფოვი დაიღუპა.

დასავებულია ავტოსაგზაო შემთხვევის კიდევ ორი მონაწილე, მიკროავტობუსის მძღოლი და დედაქალაქის დასუფთავების სამსახურის ერთი თანამშრომელი, რომლებიც ამ დროისთვის, საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. მიკროავტობუსში მგზავრები არ იმყოფებოდნენ.

​როგორც “თბილსერვის ჯგუფის” ავტომანქანის მძღოლი აცხადებს, მიკროავტობუსი უკანა მხრიდან იმ დროს დაეჯახათ, როდესაც დასუფთავების სამსახურის მანქანა ნაგვის ურნებთან შეჩერდა, რათა უკანა ძრავზე დაკიდებულ “თბილსერვისის” თანამშრომლებს ნაგავი მანქანაში ჩაეცალათ.

ურნებთან უნდა შეგვეჩერებინა, რა დროსაც უკნიდან დაგვეჯახა “მარშუტკა“, ახმედ შარიფოვი მოკლა, მეორე კი იქით გადავარდა”, – აცხადებს დასუფთავების მანქანის მძღოლი.

ექიმების ინფორმაციით, მარშალ გელოვანის გამზირზე დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 33 წლის მამაკაცს აღენიშნება გულ-მკერდის დახურული ტრავმა და ორივე მუხლის დაჟეჟილობა, მეორეს, 53 წლის მამაკაცს კი – წელის მიდამოში დახურული ტრავმა და სხეულის მრავლობითი დაზიანება.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” შსს-ში განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის 1 და 5-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები