,,მივდივარ ამაყი და თავაწეული…”- გიორგი კეკელიძე

,,დღეს ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას და­ვემ­შვი­დო­ბე.

და­ვემ­შვი­დო­ბე შე­სა­ნიშ­ნავ თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლებ­თა­ნაც დი­დე­ბუ­ლი 11 წელი გა­ვა­ტა­რე. იყო ბევ­რი ცრემ­ლი და იყო ღი­მი­ლიც, რად­გან:

ჩვენ შევ­ძე­ლით შეგ­ვექ­მნა დიდი ის­ტო­რია ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ბრენ­დად ქცე­ვის და ვუ­თხა­რი:

რომ მე მივ­დი­ვარ ამა­ყი და თა­ვა­წე­უ­ლი, რად­გან დავ­ტო­ვე ბევ­რი შექ­მნი­ლი და წა­ვი­ღე დიდი სიყ­ვა­რუ­ლი. რომ ისი­ნიც უნდა დარ­ჩნენ ამა­ყე­ბი და თა­ვა­წე­უ­ლე­ბი, რად­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად შევ­ქმე­ნით.

და ამ ქმნის პა­რა­ლე­ლუ­რად არ გვა­ვი­წყდე­ბო­და ერ­თმა­ნე­თი, რად­გან ვი­ცო­დით, რომ ადა­მი­ა­ნი არის მთა­ვა­რი

– რომ წიგნს ქმნის ადა­მი­ა­ნი, რომ წიგ­ნი იქ­მნე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ზე და წიგნს კი­თხუ­ლობს ადა­მი­ა­ნი

– და რომ მთა­ვა­რი არი­ან თვი­თონ, ადა­მი­ა­ნე­ბი

– სხვა­დას­ხვა აზ­რი­სა­ნი და ფიქ­რი­სა­ნი და რომ ადა­მი­ა­ნი არის არ­ჩე­ვა­ნი და ხან­და­ხან უარ­ჩევ­ნო­ბაც და რომ ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა და რომ მათ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­აგ­რძე­ლონ ამ საქ­მის კე­თე­ბა უკვე ახალ მე­ნე­ჯერ­თან ერ­თად და რომ სულ ვიქ­ნე­ბი მათი და ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი.

P.S. ეს მარო მა­ყაშ­ვი­ლის ბა­ღია, რო­მე­ლიც შვი­დი წლის წინ და­ვა­არ­სეთ, ეს კი ბიბი, რო­მე­ლიც ერთი წლის შე­ვი­ფა­რეთ. სულ ბო­ლოს მას ვუ­თხა­რი ნახ­ვამ­დის.” – წერს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე.

მსგავსი თემები