„გირჩი” პარლამენტში მიდის, მაგრამ, არ შედის“ – ვახტანგ მეგრელიშვილი 

ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, „გირჩის“3 წარმომადგენელი ხვალ პარლამენტში მივა, თუმცა, არ შევა. როგორც ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, პარლამენტი მათი ოფისი იქნება.

„რეალურად, მივდივართ კულუარული საპარლამენტო საქმიანობის დასაწყებად, ადამიანების გასაცნობად, პარლამენტიდან თქვენთან საურთიერთობოდ, პოლიტიკური აქცენტის გადასატანად იმ თემებზე, რომლებიც ჩვენ გვაინტერესებს. ვინაიდან დღევანდელი პოლიტიკური სივრცე არ გვაძლევს „გირჩს“ ოპერირების შესაძლებლობას, გვინდა, შევქმნათ ისეთი სივრცე, სადაც ჩვენ შეგვეძლება წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება“, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა  ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მისივე შეფასებით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში არ შევლენ და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობას და საპარლამენტო სესიაზე ხმის მიცემას გამორიცხავს ჩვენი საქმიანობა. ყველაფერ დანარჩენს, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო საქმიანობაზე საკუთარი პოზიციის წარმოდგენიდან, კოლეგებთან დებატები, კამათი, საუბარი, რაც გინდა დავარქვათ, ყველაფერი ეს იქნება“ – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მსგავსი თემები