,,სტრატეგიული პარტნიორის ელჩი როდესაც პარლამენტის წევრებზე კითხვას სვამს, ვინ არიან და რას წარმოადგენენ, სახელმწიფოს მიმართ დამამცირებელი დამოკიდებულებაა”- სოზარ სუბარი

,,უადგილო და არაკორექტულია, როდესაც საელჩო პარლამენტს პრაქტიკულად ბრძანების ტონით მიმართავს, უნდა გააკეთოთ ეს და ეს, კარგი იქნება, თუ ჩვენი მეგობრული ურთიერთობა დღეიდან გაგრძელდება იმ ფარგლებში, რა ფარგლებსაც ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა ითვალისწინებს, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნებიდან” გასულმა დეპუტატმა  სოზარ სუბარმა განაცხდა.

სუბარის თქმით, როდესაც ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ელჩი პარლამენტის წევრებზე კითხვას სვამს , ვინ არიან და რას წარმოადგენენ, ეს სრულიად გამაოგნებელი და დამამცირებელი დამოკიდებულებაა.

„როდესაც პარლამენტის წევრებზე და მართლა დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტის წევრებზე კითხვას სვამს დემოკრატიული ქვეყნის ელჩი და ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ელჩი, ვინ არიან და რას წარმოადგენენ, ეს სრულიად გამაოგნებელი და დამამცირებელი დამოკიდებულებაა საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. ჩვენ წარმოვადგენთ ქართველ ხალხს ისევე, როგორც ნებისმიერი პარლამენტარი საქართველოში, ზოგი ნაკლებ რაოდენობას, ზოგი მეტს, მაგრამ ყველანი ერთად წარმოვადგენთ საქართველოს პარლამენტს. რაც შეეხება ჩვენს გამიჯნულობას საქართველოს პარლამენტის უმრავლესობიდან, ჩვენ წამოვედით იმიტომ, რომ არის ძალიან ბევრი კითხვა, რომელთა დასმა გარკვეულ უხერხულობას ქმნიდა, როდესაც ჩვენ ვიყავით უმრავლესობაში და ეს კითხვები ძალიან ლეგიტიმურია, რომლებზეც პასუხის გაცემა ძალიან აუცილებელია. კითხვების დასმა, ვის წარმოადგენენ, არიან თუ არა გამიჯნულები, გარკვეული ეჭვის შეტანა საქართველოს ხელისუფლებაში, დამამცირებელია ელჩის მხრიდან. ეს არის აქცენტის გადატანა მთავარი საკითხიდან, კითხვებზე პასუხის გაცემიდან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

,,უგუნური, კონსპირაციის თეორიები, რომელსაც საფუძველი არ აქვს”- ელჩი ,,ოცნებიდან” წასულების განცხადებაზე – (mcm.ge)

მსგავსი თემები