საქართველოში ვაკანსიები არსებობს, კვალიფიციური კადრი კი არა – ელგუჯა მელაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტის ელგუჯა მელაძის განცხადებით, ქვეყანაში სამუშაო ადგილები არსებობს, თუმცა, მისი შევსება ვერ ხდება. როგრც მელაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ვაკანსიები სხვადასხვა მიმართულებით არსებობს, თუმცა კადრების დეფიციტია.

„ბიზნესს აქვს ძალიან ბევრი მოთხოვნა სხვადახვა სპეციალისტების მიმართულებით. საუბარია უნარების მქონე ადამიანებზე, სხვადასხვა ტექნოლოგებთან დაკავშირებით. ეს არის როგორც სოფლის მეურნეობის სფეროში, ისე, არასასოფლო სამეურნეო სხვეროში. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც იქმნება სხვადასხვა პროგრამა, დასაწყისშივე კარგად უნდა იმართოს შრომითი რესურსები. წინააღმდეგ შემთხვევაში,  შეიძლება მივიდეთ ისეთ მომენტამდე, როცა შრომითი პოტენციალი იყოს შედარებით მცირე“ – განაცხადა ელგუჯა მელაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, საქართველოში სპეციალისტები ძალიან ჭირს და კომპანიები იძულებულები არიან, კადრი უცხოეთიდან ჩამოიყვანონ.

„მნიშვნელოვანია, გადამზადების პროგრამები ბაზრის საჭიროებებზე იყოს მორგებული.  მაგალითად, თუნდაც, როცა სახელმწიფო პროგრამით რეგიონში ხორციელდება კონკრეტული საწარმოს მშენებლობა, საწარმო როცა მოქმედებაში შევა მას უკვე უნდა ჰყავდეს შესაბამისი კადრები და ისე არ უნდა მოხდეს, რომ გახსნისას ვიწყებთ კადრების მოძიებას.

მაგალითად, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, დეფიციტი გვაქვს სხვადასხვა პროფესიებზე და ეს ნუსხა საკმაოდ ვრცელია. მაგალითად, აგრონომებზე სერიოზული პრობლემაა. იგივე მდგომარეობაა  მშენებლობის კუთხით, ძალიან ჭირს სპეციალისტები“ – აღნიშნა ელგუჯა მელაძემ მედიაცენტრ მთავარში“.

კითხვაზე – ქვეყანაში ათასობით დაუსაქმებელი კადრია, თქვე კი აცხადებთ, რომ ვაკანსიები არსებობს, რომლის შევსებაც ვერ ხდება. სამსახურის მაძიებლები აუცილებლად გეტყოდნენ – აგერ ვართ და დაგვასაქმე, რას უპასუხებთ, მათ? მელაძემ ასე გვიპასუხა:

„დაგასაქმებთ… ეს ასე მარტივად არ ხდება. ბაზარს აქვს თავისი მოთხოვნები. თუ ადამიანს აქვს შესაბამისი უნარები და კვალიფიკაცია, მაშინ, რა თქმა უნდა, ის დასაქმდება. ტერმინი „შესაფერისი სამუშაო“ მთელ მსოფლიოში არსებობს. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანის შესაძლებლობა, განათლება, უნარები უნდა იყოს გარანტი იმისა, რომ ის იმ ფუნქციებს შეასრულებს, რაც მეწარმეს აქვს გამოცხადებული. ვერ საქმდებიან იმიტომ,რომ არიან დაბალკონკურენტიანები შრომის ბაზარზე. მაგალითად, არის კომპანია, რომელსაც ძალიან ბევრი შემდუღებელი სჭირდება, თუმცა, არ გვყავს შემდუღებლები, თან, უხდის დიდ ხელფასს“ – განაცხადა ელგუჯა მელაძემ მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები