,,ოფიციალურად განქორწინებულები იყვნენ”- მკვლელობა თბილისში

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილი მეუღლე და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა.

როგორც ირკვევა,  შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა მისი ყოფილი მეუღლისა და სიდედრის მისამართით ცეცხსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას არასრულწლოვანი შვილები, 13 და 15 წლის მოზარდები შეესწრნენ.

„მაგას დაჭრილი აღარ ჰქვია, ეგ არის მიცვალებული, აპარატზეა შეერთებული, მხოლოდ გული იმუშავებს. არასდროს არ მითქვამს მოკვდეს ადამიანი თქო, მაგრამ, ამ ცოდვით, ამ ტანჯვით ვერ იცოცხლეს ეგ უბედური.  ოფიციალურად განქორწინებულები იყვნენ, 1 აგვისტოს დაფიქსირებულა განქორწინება. მეც გავიგე დღეს საბუთებიდან რაც ამოვიღეთ და ვნახეთ“,- განუცხადა ”პრაიმტაიმს” ადგილობრივმა.

 

მსგავსი თემები