თბილისში კაცმა ყოფილი მეუღლე და სიდედრი მოკლა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილი მეუღლე და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა.

სპეციალური საგამოძებო სამსახურის სამმართველოს უფროსის, ბაჩანა კვარაცხელიას განცხადებით,  შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა მისი ყოფილი მეუღლისა და სიდედრის მისამართით ცეცხსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა მისი ყოფილი მეუღლისა და სიდედრის მისამართით ცეცხსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა, რის შემდეგაც თავის არეში მიიყენა დაზიანება. ის ამჟამად გადაყვანილია საავდმყოფოში. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება 11პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე ტარდება საგამოძიებო და საპროცედურო მოქმედება. რაც შეეხება დამატებით დეტალებს, ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას. შემთხვევას შეესწრო გარდაცვლილის ორი არასრულწლოვანი შვილი და კიდევ ერთი პირი“, – განაცხადა სპეციალური საგამოძებო სამსახურის წარმომადგენელმა.

მსგავსი თემები