„ერთმა მითხრა, რომ შენი შვილი დიდ შარშია გახვეულიო, მეორე დღეს დავურეკე მას, თუმცა ტელეფონი გათიშული ქონდა” – თამარ ბაჩიალაშვილის მამა

თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა და ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ქვემო ქართლის სამხარეო პოლიცია დატოვეს.

ოჯახის სურვილია, რომ საქმეზე გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ აღარ აწარმოოს.

„ერთმა მითხრა, რომ შენი შვილი დიდ შარშია გახვეულიო. მეორე დღეს დავურეკე მას, თუმცა ტელეფონი გათიშული ქონდა. არ პასუხობდა. მერე გზა რომ გადაკეტეს, მოვიდა ჩემთან და მეუბნება ჩვენ ასე ვილაპარაკეთო? ანუ მე დამიძახეს სავაჭროდ აქ. მე პასუხი არაფერი არ მიმიღია, ის პიროვნება არ დაგვხვდა ჩვენ აქ. გამომძიებელთან და უფროსთან მე პრეტენზია არ მაქვს. მე ვითხოვ, სამინისტროში გადავიდეს საქმე“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აღიძრა, თუმცა გუშინ არსებულ ბრალდების კვალიფიკაციას 115-ე მუხლიც დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამასთან, პროკურატურის დადგენილების საფუძველზე თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფებამონაცვლედ სცნეს.

მსგავსი თემები