აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტი უკრაინისა და საქართველოს ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს

აშშ-ის სენატმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, სადაც უკრაინისთვის თითქმის 45 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარებაა გათვალისწინებული. უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის  23,5 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული.

ამასთან ერთად, აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის, დახმარების სახით, არანაკლებ 132 მილიონ 25 000 დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

ბიუჯეტი  1,7 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ახლა ის დასამტკიცებლად წარმომადგენელთა პალატას უნდა გადაეგზავნოს. შემდეგ კი მას ხელს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს ხელს.

ამასთან, სენატმა დაამტკიცა შესწორება, რომელიც რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული ფინანსური აქტივების გასხვისებით მიღებული შემოსავალის უკრაინისთვის გადაცემას გულისხმობს.

მსგავსი თემები