გურიასა და შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახები  20 ათას ლარს მიიღებენ

   შოვსა და გურიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახები ერთჯერადი დახმარების სახით 20 ათას ლარს მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ,,კიდევ ერთხელ მინდა შევეხო შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და რამდენიმე დღის წინ გურიაში მომხდარ ტრაგედიას, რამაც 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შოვში 32 ადამიანი, ჩვენი მოქალაქე შეეწირა დიდ ტრაგედიას, დიდ სტიქიას. ამიტომ ჩვენ გვქონდა მსჯელობა ამის თაობაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის – თითოეულ გარდაცვლილზე 20 ათასი ლარის ოდენობით. და ასევე მინდა ვთქვა, რომ გურიაში ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს დაუზიანდა სახლები, ბევრს დაენგრა. … ვრცლად გურიასა და შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახები  20 ათას ლარს მიიღებენ