სამხრეთ ინდოეთში მომაკვდინებელი ვირუსი ვრცელდება

სამხრეთ ინდოეთში მომაკვდინებელი ნიპას ვირუსის შეჩერებას ცდილობენ.  სამხრეთ შტატმა კერალამ  რამდენიმე სკოლა და ოფისი დახურა მიმდინარე კვირაში, რადგან  მომაკვდინებელი Nipah ვირუსის გავრცელება შეაჩერონ.

ვირუსის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

ვირუსი პირველად  1998 წელს მალაიზიასა და სინგაპურში გამოვლინდა.

მას შეუძლია ადამიანების დაინფიცირება უშუალოდ ინფიცირებული ღამურის და ღორის სხეულის სითხეებთან კონტაქტის გზით.

მედიკოსების ინფორმაციით, ვირუსი მარტივად გადამდები არ არის, თუმცა დაინფიცირებულთა დიდი ნაწილი იღუპება

მსგავსი თემები