სასტიკი ტრაგედი საბარძნეთში, მოკლულია ახალგაზრდა ქალი

საბერძნეთში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. „მედიაცენტრ მთავარის“ ინფორმაციით, ქართველი ქალბატონი, რომელიც საბერძნეთში მოკლეს 30 წლამდეა და ის ნაწამებია.

ახალგაზრდა ქალი საქართველოს მოქალაქეა, ის, წლების წინ საბერძნეთში სამუშაოდ წავიდა. მოკლული წარმოშობით ქუთაისელია, მისი მშობლები იმერეთში ცხოვრობენ. გარდაცვლილის ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა, ტრაგედიის შესახებ, ამ ეტაპისთვის არაფერი იციან. მოკლულს, დაზიანებები ყელის არეში აქვს მიყენებული. მას 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რომლებიც საბერძნეთში მამასთან იმყოფებიან. ცოლ-ქმარი გაცილებულები იყვნენ.

„ის, რაც ათენში ამ დღეებში მოხდა და რაც ჩვენი თანამემამულის სიცოცხლის ხელყოფით დასრულდა, არის ტრაგედია – ეს ფაქტი არის შემაძრწუნებელი ტრაგედია … პირადად მე უამრავი სამწუხარო ემიგრაციული ტრაგედია მომისმენია და მინახავს კიდეც, მაგრამ ახლა შეძრული ვარ ამ საზარელი დანაშაულის ისტორიით და მისი, დღეს დამდგარი და მომავალში მოსალოდნელი შედეგების გამო. ვლოცულობთ ახალშესვენებული ჩვენი ტანჯული ცხოვრების ემიგრანტის ნათელი სულისათვის!“ – აცხადებს ათენში მცხოვრები ქართული დიასპორის წამომადგენელი ავთანდილ გიუნაშვილი.

მსგავსი თემები