არჩევნების II ტურისთვის ბიუჯეტიდან 11 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 583 022 ლარით დაფინანსდება.

აღნიშნულ თანხაში როგორც არჩევნების ჩატარება, ხელფასები და სხვა ხარჯები, ასევე, იმ ადამიანთა გადამზადება მოაიზრება, ვინც საარჩევნო პროცესებში ჩაერთვებიან.

უფრო კონკრეტულად, 10 034 572 არჩევნების ჩატარებისთვის დაიხარჯება, 167 000 ლარი – მოხელეთა გადამზადებისთვის, 381,450 ლარი კი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 42 667 518 ლარი დაიხარჯა.

მსგავსი თემები