ლიბიაში ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 6 000-ს გადააჭარბა

ლიბიაში ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 6 000-ს გადააჭარბა, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 10 000 ადამიანი.

ლიბიაში გაერო-ს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, დერნაში წყალდიდობის გამო 30 000-ზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია.

ჩრდილო-აღმოსავლეთ ლიბიაში ძლიერმა წვიმებმა ორი კაშხლის ჩამონგრევა გამოიწვია, ამის შედეგად კი წყალი უკვე დატბორილ რაიონებში შევიდა.

წყალდიდობის შედეგად ჩაიძირა ათობით სოფელი და ქალაქი.

მსგავსი თემები