„ქართველმა ლიდერებმა ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან“ – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი საქართველოსთან დაკავშირებით ბლოგს აქვეყნებს. როგორც დიპლომატი აღნიშნავს, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არის ეროვნული მისწრაფებაა და ის  რომელიც პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა დადგეს.

„ინსტიტუტებმა  ერთად უნდა იმუშაონ, ითანამშრომლონ. ქართველმა ლიდერებმა ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან. ჩემი სურვილი იყო, სამი ძირითადი გზავნილი გამეზიარებინა ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლებისთვის. პირველი: ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. საქართველოში სტუმრობისას იგრძნობთ ქართველი ხალხის ევროპულ სწრაფვას. თბილისის ქუჩებში უფრო მეტი ევროპული დროშა ვნახე, ვიდრე ევროპის დედაქალაქების უმეტესობაში. ქართველების 80%-ზე მეტს სურს, რომ მათი ქვეყანა ევროკავშირის ნაწილი გახდეს. ყველა ჩემმა თანამოსაუბრემ გამოთქვა თხოვნა, რომ საქართველომ მალე მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“ – აღნიშნავს ბორელი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა.

ის კანდიდატის სტატისის მიღების პროცედურებსაც ეხმიანება და აბობს, რომ ამისთვის გარკვეული საფეხურების გავლაა საჭირო.

„ამ გზაზე, საქართველოს მიმართ არის მკაფიო მოთხოვნები, რომლებიც ასახულია ევროკომისიის მიერ წამოყენებულ 12 პრიორიტეტში. შემდეგი ნაბიჯები მათზე მიღწეულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული. გასული ივნისის მდგომარეობით, საქართველომ სამი მათგანი მიიტანა. მაგრამ დანარჩენ ცხრაზე, საკმაოდ ბევრი სამუშაო რჩება შესასრულებელი. ეს ძირითადად ეხება პოლიტიკური ცხოვრების დეპოლარიზაციას, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების დეოლიგარქიზაციას, მართლმსაჯულების რეფორმას, საარჩევნო რეფორმას, მედიის პლურალიზმს და ადამიანის უფლებებს“ – აღნშნავს ჯოზეფ ბორელი

მსგავსი თემები