საქართველოში მაღალი ტემპერატურა და უნალექო ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-24 დეკემბერს საქართველოში, უმეტესად, უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

25-26 დეკემბერს კი, მაღალი ტემპერატურის ფონზე, ცალკეულ მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +23, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2019-2020 წლების ზამთრის სეზონის პროგნოზით, საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა, საშუალო მრავალწლიურ ტემპერატურაზე 1 გრადუსით მაღალი, ხოლო ნალექების რაოდენობა, საშუალო მრავალწლიური რაოდენობის ფარგლებშია მოსალოდნელი.

მსგავსი თემები