ინალ არძინბამ თანამდებობა დატოვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ თანამდებობა დატოვა. ინალ არძინბა მუშაობას მოსკოვში გააგრძელებს.

ტელეგრამ არხების ცნობით, არძინბა კვლავ ჩაერთვება “ინფორმაციულ და ფსიქოლოგიურ ოპერაციებში” უკრაინის წინააღმდეგ. ვარაუდობენ, რომ არძინბა იმუშავებს “რუსეთ-ბელარუსიის”, “კავშირის სახელმწიფოს” წრეში.

არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2021 წლიდან იკავებდა.

მსგავსი თემები