„თანდათან ხელი მოჰკიდა ჩემს სასქესო ორგანოს“ – ინგილო სტუდენტის წერილი წმინდა სინოდს (ვიდეო)

საქართველოს პატრიარქთან და წმინდა სინოდთან გაგზავნილი წერილების არქივი დღეს, „მედიაცენტრ მთავარში“ მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ გახსნა. სასულიერო პირმა ის წერილები გაასაჯაროვა, რომელიც ეკლესიაში არსებულ ცოდვებზე მიუთითებს. ერთ-ერთი წერილი კი ინგილო მღვდელს ეხება და რომელიც მან წმინდა სინოდს 1983 წელს გაუგზავნა.

„რაოდენ სამწუხარო იქნება ქართველი ერისთვის იმის გაგება, რომ სემინარიაში და აკადემიაში წარმოებს ახალგაზრდა სტუდენტთა გახრწნა. ამიტომ, მე გთხოვთ, არ გაახმაუროთ მომხდარი ამბავი“ – ეს არის ამონარიდი სასულიერო პირის წერილიდან, რომელიც მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა.

მისი განმარტებით, ამ წერილში, არამხოლოდ ერთ კონკრეტულ ადამიანზე, არამედ სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში არსებულ იმჟამინდელ მდგომარეობაზეა საუბარი.

”აქ, ერთ კონკრეტულ ადამიანზე კი არ არის საუბარი. სემინარიაში მიდიოდა სტუდენტების გახრწნა პირდაპირ იერარქების მხრიდან. ეს წერილი სწორედ ამას ეხება, რომ სიონის საკურთხეველში ერთ-ერთ ინგილოს, რომელიც ჩამოსული იყო სასწავლებლად, სასულიერო პირი, არქიმანდრიტი, სასქესო ორგანოზე ჰკიდებს ხელს. ამ წერილებით, ჩვენ ფაქტობრივად, ამოვწურავთ ამ თემას და 80-წლები შეიძლება შეფასდეს ერთ დიდ შავ ლაქად,“ – განაცხადა მღვდელ-მონაზონმა.

რაც შეეხება თავად წერილს, სტუდენტი, სრულიად საქართველოს სიონის წმინდა ეკლესიის სინოდის წევრებს წერს:

„მოგახსენებთ, რომ 1979 წლის აპრილს ჩამოვედი საინგილოდან თბილისში. მცხეთის სასულიერო სემინარიაში სწავლისას, წირვის დროს მოვხვდი სიონის საკურთხეველში. წირვის დამთავრების შემდეგ ჩემთან საუბარი გამართა, მღვდელმა. საკურთხეველში საუბრის დროს ხელი დამადო მუხლზე და თან მესაუბრებოდა. თანდათან ხელი მოჰკიდა ჩემს სასქესო ორგანოს. მე მაშინ ვიფიქრე, რომ ალბათ აინტერებს ჩემი სარწმუნოება, წინდაცვეთა მქონდა თუ არა. ამ დროს, მე როგორც საინგილოდან ჩამოსულს ძალიან დავიბენი. რამოდენიმე ხნის შემდეგ მოვაცილებინე ხელი და სირცხვილით განვშორდი მას. მე მაინც კიდე აზრზე ვერ მოვდიოდი თუ რატომ გამიკეთა ეს მან. მას ყოველთვის სირცხვილით ვარიდებდი თავს. ახლა, როცა გავიგე რა ხდება ჩვენს ეკლესიაში, მეც მოგმართავთ წმინდა სინოდის წევრებს ამის შესახებ და ვბედავ ამის გამოთქმას რადგან მათი განკვეთა ითხოვა ჩემმა მმართველმა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმაც“ – წერს ინგილი მღვდელი.

https://mcm.ge/%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a0/
https://mcm.ge/%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a3%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%92%e1%83%9c/?fbclid=IwAR1ZE0p2bEYEfyVT7rVXgNbFtCkt0gtdWkLVAtSceCNBOhHVcmMQH8XXLt0
https://mcm.ge/%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%93/?fbclid=IwAR0cbZeUuhNiQAc7xk5wjf8JCSM9limvTSCiTsnzPc6P0PAESHhN0HCHiiY

მსგავსი თემები