დიდი ბრიტანეთი და ნორვეგია უკრაინას მიკრო-დრონებს გადასცემენ

ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი უკრაინას  რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად, მიკრო-დრონებს გადასცემენ. აღნიშნულ ინფორმაციას  ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია,  დახმარების პაკეტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 9.2 მილიონი აშშ დოლარია, მოიცავს Black Hornet-ის ერთეულებს, სათადარიგო ნაწილებს, ტრანსპორტირებას და ტრენინგს.

ჯარისთვის ტრენინგს ბრიტანეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ფონდი დააფინანსებს, რაშიც წვლილი ნორვეგიამაც შეიტანა.

 

მსგავსი თემები