,,ყირიმის ანექსიაზე რეაქცია სუსტი და არასაკმარისად პრინციპული იყო, რის გამოც რუსეთის აგრესია დღევანდელ მასშტაბებამდე გაიზარდა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

ტრადიციულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმის ანექსიაზე სუსტი და არასაკმარისად პრინციპული რეაქცია ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ რუსეთის აგრესია დღევანდელ მასშტაბებამდე გაიზარდა.

„გასულ წელს ჩვენ შევქმენით ყირიმის პლატფორმა და ვავითარებთ ამ ფორმატს, რუსეთის ყველა მუქარისა და საგრძნობი დიპლომატიური წინააღმდეგობის მიუხედავად. წლების განმავლობაში ოკუპაციის შედეგად, რუსეთმა ყირიმი დიდ სამხედრო-საპატიმრო ბანაკად აქცია და მისი მსხვერპლი ათობით ათასი ადამიანი გახდა. ყირიმი იქცა პლაცდარმად ჩვენი ქვეყნის თავისუფალ ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. ყირიმის ოკუპაციაზე 2014 წელს და შემდგომ წლებში სუსტი და არასაკმარისად პრინციპული პოზიცია გახდა ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ რუსეთის აგრესია ამ მასშტაბებამდე გაიზარდა. ეტაპობრივად აღვადგენთ სამართლიანობას ჩვენს ყირიმთან მიმართებითაც“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები