რომში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა – დაიღუპა 3 და დაიჭრა 4 ადამიანი

იტალიაში, რომში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სამი ქალი გარდაიცვალა, ოთხი ადამიანი კი დაიჭრა.

შემთხვევა ჩრდილოეთ რომში, ერთ-ერთ ბინაში მცხოვრებთა შეხვედრის დროს მოხდა.57 წლის ეჭვმიტანილმა კლაუდიო კამპიმ ცეცხლი, სავარაუდოდ, საბინაო დავის გამო გახსნა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, რომ ის ჩართული იყო მაცხოვრებელთა ასოციაციასთან უამრავ დავაში. სამართალდამცავებმა კლაუდიო კამპი დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილი იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის მეგობარი იყო.

მსგავსი თემები