რუხის საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ექვსი პაციენტი დატოვებს

  •  

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ისინი საავადმყოფოს დღეს დატოვებენ.

რუხის საავადმყოფოში კორონავირუსისგან სულ რვა პაციენტი განიკურნა. ყველა ე.წ. ლენჯერის კლასტერიდანაა.

წუხელ მესტიიდან რუხის საავადმყოფოში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული შეიყვანეს. შესაბამისად, ამ დროისთვის კლინიკაში ახალი კორონავირუსით ხუთი პაციენტი აგრძელებს მკურნალობს. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი თემები