,,რუსეთის საქართველოში შემოჭრის 15 წლისთავი ორმაგად მძიმეა დღეს”- აშშ-ის საელჩო

საქართველოში აშშ-ის საელჩო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის გასვლას ეხმაურება. საელჩო ვიდეოსაც ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მოქალაქეების დაყოფას.

,,რუსეთის საქართველოში შემოჭრის 15 წლისთავი ორმაგად მძიმეა დღეს. პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და ვიხსენებთ გმირებს, რომელთა სახელიც სიმტკიცეს მატებს ქართველ ხალხს. შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა გლოვის ნიშნად დღეს შეერთებული შტატების დროშა დაშვებულია”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მსგავსი თემები