დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს 35 წელი შეუსრულდებოდა. მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა.
ის ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა რუს ოკუპანტებს, რომლებმაც სასტიკად აწამეს და ინფორმაციის გაცემას აიძულებდნენ, თუმცა ანწუხელიძე არ გატყდა. ის ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.
2008 წლის ნოემბრამდე გიორგი ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. 2009 წლის იანვარში გავრცელდა კადრები, სადაც გიორგი ანწუხელიძის წამებაა ასახული.
სერჟანტი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება.