“ქვეყანაში “დელტა შტამის” ცირკულაცია იზრდება, დღეს 20 შემთხვევა დადასტურდა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით დღეს ქვეყანაში ე.წ. დელტა შტამის (კორონავირუსის ინდური ვერსია) ცირკულაცია იზრდება.

მისი თქმით, ბოლო 24 საათში, საქართველოში ე.წ. ინდური შტამის 20 შემთხვევა დადასტურდა.

“დღეს ლუგარში ე.წ. დელტა შტამის 20 შემთხვევაა დადასტურებული, ყველა მათგანი არის იმპორტირებული შემთხვევა. ჩვენ ვანგარიშობთ დაახლოებით, რომ დღეს “დელტა შტამის” ცირკულაცია თანდათან იზრდება და აღწევს სადღაც 10-დან 20%-მდე მერყეობს მისი ცირკულაცია.

მოგეხსენებათ, ევროპის დიდ ქვეყნებში ის ანაცვლებს ბრიტანულ შტამს და მოსალოდნელია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანდათან ეს მოხდეს აქაც. ამიტომ, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები ამასთან დაკავშირებით დასაცავია,” – აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

მსგავსი თემები