,,უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი უკრაინის ცის დასაცავად”- ზელენსკი

უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი უკრაინის ცის დასაცავად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მისაღებად პარტნიორებთან აქტიურად მუშაობენ.

„ჩვენ პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურად აქტიურად ვმუშაობთ, რათა მივიღოთ დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ჩვენს ყველა ქალაქში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

მსგავსი თემები